სუბიექტურები და მიკერძოებულები არიან - მეუფე იოანე რიონის ხეობის მცველებზე

გამოქვეყნდა:

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე რიონის ხეობაში მიმდინარე აქციებს ეხმაურება და ამბობს, რომ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები სუბიექტურები არიან.

მეუფე იოანეს თქმით, ქუჩის აქციებს შედეგები არ მოაქვს, ის რიონის ხეობის მცველებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.

"მის მეგობრებს ვუთხარი, რომ 88 წლიდან მე ვხედავ ამ ქუჩის აქციების შედეგებს, სიკეთე არ მოაქვს არასდროს. კი მესმის, იქ ქალბატონი მინისტრი არასწორად მოიქცა და დატოვა შეხვედრა და უტაქტო იყო ეს, მაგრამ ამით არ უნდა ისარგებლო და აყარო მაგიდა... 

ისინიც სუბიექტურები არიან, მიკერძოებულები არიან.თავიდან კატასტროფაზე ლაპარაკობენ, მაგრამ რეალურად დღეს ლაპარაკია იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც სავარაუდოდ, ჩემი აზრია ეს, გადახედვას მოითხოვს",-თქვა მეუფე იოანემ.

ცოტა ხნის წინ სოფელ სორმონთან აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ისინის კომპანია "ენკას" უფლებას არ მისცემენ, რომ სპეც ტექნიკით რიონის ხეობაში იმოძრაონ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი