კომპანიამ ალტერნატიული გზა ნახა, ადგილობრივებმა გამოთქვეს სურვილი გზის ამ ნაწილის დაკეტვის - გოლეთიანი 

გამოქვეყნდა:

"ვნახეთ, რომ კომპანიამ ალტერნატიული გზა ნახა და ახლა სადაც ჩვენ ვდგავართ აქედან გადაადგილდებოდნენ პიკაპებით ხეობაში", - ასეთ კომენტარს აკეთებს მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ლიდერი ვარლამ გოლეთიანი, ხეობის მცველების მიერ კიდევ ერთ ლოკაციაზე გაშლილ კარავზე

როგორც გოლეთიანმა თქვა, ადგილობრივმა მოსახლეობამ თავად გამოხატა გზის ჩაკეტვის სურვილი:

"ეს არის მწვანეყვავილადან გასასვლელი გზა ხეობაში და ახლა აქაც გადავკეტეთ. ადგილობრივმა მოსახლეობამ გამოთქვა სურვილი, რომ თვითონ მიიღებდნენ მონაწილეობას ამ ნაწილის დაკეტვაში. გამოგვიცხადეს სოლიდარობა და ჩვენც, რომ ლეგიტიმაცია მივცეთ ამ ადგილს, როგორც ჩვენს ერთ-ერთ ლოკაციას, მოვედით და ვშლით კარავს", - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

მისივე თქმით, ხეობის სხვა შესასვლელებში მდებარე ორივე კარავი დარჩება და ახალი მესამე კარავი დაემატება იმისთვის, რომ "გამოირიცხოს ყველა შესაძლო შემთხვევა იმისა, რომ რომელიმე გზით შევიდეს კომპანია ხეობაში".

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი