რიონის ხეობაში ექსპერტ -კრიმინალისტები რკინის კედელთან საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ 

გამოქვეყნდა:

რიონის ხეობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, ისინი რკინის ჯებირის დაზიანებულ და დეფორმირებულ ფრაგმენტებს ასურათებენ. ყვითელი ლენტით შემოსაზღვრული რკინის კედელი კი რიონის ხეობის მცველების გაღიზიანების მიზეზი გახდა, რის გამოც მათ მუშტებით ბრახუნი გააგრძელეს. 

"რას იძიებენ მე მაინტერესებს, ეს არის საზღვრის მიტაცება კიდევ, იქაც არ გვიშვებენ. პრეტენზიები ჩვენ გვაქვს იქეთ, ეს ბოლო დღეებია უდანაშაულო ბიჭებს იტაცებენ, ცემენ, აგინებენ და გვაგინებენ", - თქვა რიონის ხეობის მცველმა, მაკა სულაძემ. 

რიონის ხეობის მცველები გამოძიებას აბსურდს უწოდებენ და ამბობენ, რომ უკან არ დაიხევენ. ისინი შს მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურნენ და დაშინებად შეაფასეს.

"შევამჩნიეთ გარკვეული წინააღმდეგობა განცხადებაში, იმიტომ, რომ ერთ ნაწილში აღნიშნულია, რომ ჩვენი ძალადობისგან იცავენ კომპანიას და ამის გამო ხორციელდება ეს საპოლიციო ღონისძიებები. ამასთანავე გაჟღერებულია, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე არ ყოფილა არავითარი ძალადობრივი ქმედება და გუშინ მოხდა ამის პრეცედენტი, ეს თავისთავად წინააღმდეგობაშია, თუ ამდენი ხანი არ ყოფილა ძალადობრივი ქმედება, გამოდის, რომ ეს ჯებირები არ იყო საჭირო", - თქვა რიონის ხეობის მცველმა, მარიტა მუსელიანმა. 

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ისინი იცავენ ტერიტორიას და არანაირი ტექნიკის დაწვას მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი