"დაუწვეს ტექნიკა, მოხდა შეხლა-შემოხლა" - გომელაური ნამოხვანში რკინის ჯებირების საჭიროებას ხსნის

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაური განცხადებით, რიონის ხეობის მცველებს ბარიკადებს მიღმა იმიტომ არ უშვებენ, რომ დაპირისპირება არ მოხდეს. მისი თქმით, პოლიცია მაქსიმალურად ცდილობს ადგილზე დაპირისპირება არ მოხდეს.

"რკინის ჯებირები დაგვჭირდება თუ დაბალი ჯებირი დაგვჭირდება, იქიდან გამომდინარე, რომ არ მოხდეს დაპირისპირება, იცით თქვენ, რომ იქ დაუწვეს ტექნიკა ერთხელ, მოხდა შეხლა-შემოხლა მუშებთან და ადგილობრივი ხელმძღვანელობა ვინც არიან "ენკას" ფირმის, აქედან გამომდინარე, რომ შევუშვათ იქ მოხდება უფრო მეტი დაძაბულობა, შეიძლება მოქალაქეებიც დაშავდნენ", - თქვა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე განცხადებით, თუ მოხდება ძალადობა პოლიციელზე სპეცრაზმს უფლება აქვს გამოიყენოს მისი აღჭურვილობა, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი თუ სხვა.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა უკვე 217-ე დღეა "ნამახვანჰესის" მშენებლობას აპროტესტებენ. აქცია გუმათში დღესაც გაგრძელდება.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი