"ნინოწმინდის ბავშვებისთვის" | აქციის პარალელურად, ჰომოფობიური ჯგუფები კანცელარიასთან კონტრაქციას მართავენ

გამოქვეყნდა:

ხმაური იყო მთავრობის კანცელარიასთან, სადაც ნინოწმინდის პანსიონში მყოფი ბავშვების მხარდამჭერი აქციის პარალელურად, რადიკალური ჰომოფობიური ჯგუფები კონტრაქციას მართავენ.

კანცელარიასთან აქცია "რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში" მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მოითოხვენ დიდი ზომის პანსიონების გაუქმებასა და ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის წარმომადგენლების შეშვებას მოითხოვენ.

აქციაზე ცოტა ხნის წინ ჰომოფობიური ძალადობრივი ჯგუფების წევრები ბანერით "შეჩერდეს ლგბტ პროპაგანდა საქართველოში" მივიდნენ. სამართალდამცველებმა კონტრაქციის 3 მონაწილე ტერიტორიას განარიდეს. 

 ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი