"რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში" | კანცელარიასთან აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

"ნინოწმინდის ბავშვებისთვის" - ამ სახელწოდებით აქცია, ამ წუთებში, მთავრობის ადმინისტრაციასთან იმართება. აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ დიდი ზომის ბავშვთა პანსიონატები დაიხუროს და ხელისუფლებამ მოზარდების ოჯახურ გარემოში დაბრუნებას შეუწყოს ხელი.

სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად აქციაზე პოლიტიკოსებიც იმყოფებიან. ისინი ნინოწმინდის პანსიონში არსებულ მძიმე მდგომარეობას აპროტესტებენ. ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ დროულად გაარკვიოს, რატომ არ უშვებენ დაწესებულებაში სახალხო დამცველსა და სოციალურ მუშაკს. 

"ეს არის კონსტიტუციით წარმოუდგენელი, რომ დახურულ სივრცეში ამყოფონ. ყველაფერი შეიძლება იქ მოხდეს და ეს ჩვენ არ ვიცით. აქ ერთის მხრივ წარმოუდგენელი უტიფრობაა საპატრიარქოს მხრიდან რომ ვიღაცას არ უშვებენ და მეორე სახელმწიფოს მხრიდან.დაუშვებელი. უნდა გვესმოდეს რომ საუბარია ბავშვებზე მათს ფსიქიკაზე, ჯანმრთელობაზე, მათ მომავალზე, ეს არ არის პოლიტიკური და პარტიული საკითხი", - თქვა მოძრაობა "დროას" დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ.

"ნინოწმინდის" ბავშვთა სახლში არსებულ ვითარებას გაეროს ბავშვთა ფონდი გამოეხმაურა. ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფო ვალდებულია, ნინოწმინდის პანსიონში მდგომარეობა შეამოწმოს. სახალხო დამცველს დაწესებულებაში შესვლის უფლებას ამ დრომდე არ აძლევენ. 

ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი