"შაბათ-კვირას ეს ოკუპანტები თბილისში დასეირნობენ" - მორიგი საფრთხე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის

გამოქვეყნდა:

სოფელ ხურვალეთში მცხოვრები ადგილობრივები ყვებიან, რომ ოკუპანტებს, რომლებიც სავარაუდოდ ადგილზე პორტატულ თანამგზავრულ რადიოსადგურს დგამდნენ, სახე დაფარული ჰქონდათ.

"დიდი სამხედრო მანქანა გადმოდგა, გადმოსხა რამდენიმე ადამიანი. რაღაცებს ამონტაჟებდნენ. სახეები დამალეს, ზურგი შეგვაქციეს და რაღაცები ჩამოიფარეს სახეზე. რატომ იფარებენ სახეს და შაბათ-კვირას ეს ოკუპანტები თბილისში დასეირნობენ. იმას შეძლებენ, რომ მოუსმენენ ჩვენს პოლიციას, ჩაახშობენ სიგნალებს, არ გვექნება კომუნიკაცია არავისთან. ეს იქნება პირველი და იმის იქით რას აკეთებენ და რას დააპირებენ არ ვიცი.- ამბობს ადგილობრივი ლუდა სალია.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ადგილზე უსაფრთხოება უნდა გააძლიეროს, რადგან პოლიციის ის რაოდენობა, რომელიც ამჟამად საოკუპაციო ხაზთან დგას, არასაკმარისია:

აუცილებელია, რომ აქ გაძლიერდეს უსაფრთხოება, აბსოლუტურად მიტოვებული ვართ. მეშინია, რომ ისინი სოფელს წაიღებენ, ეგ არის ყველაზე დიდი საფრთხე",-ამბობს ლუდა სალია.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. მისი თქმით, ხელისუფლება რუს ოკუპანტებს საქართველს ტერიტორიაზე წვრთნებში ხელს არ უშლის. 

ცნობისთვის,  ქაცარავას მიერ, დრონით გადაღებული კადრების მიხედვით, საოკუპაციო ხაზთან, ხურვალეთის სასაფლაოსთან, რუსი ოკუპანტები სავარაუდოდ პორტატულ თანამგზავრულ რადიოსადგურს დგამდნენ. რაც საშუალებას იძლევა, ოკუპანტებმა ქართველი სპეცსამსახურებისა და სამართალდამცველების სატელეფონო საუბრებს მოუსმინონ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი