ანაკლიის კონსორციუმი პორტის პროექტის განხორციელები უფლებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ანაკლიის განვითარების კონსორციუმს პორტის პროექტის გაგრძელება სურს. კონსორციუმში მიიჩნევენ, რომ ეს ქართული ეკონომიკის აღდგენის დასაწყებად ერთ-ერთი საუკეთესო სტიმული იქნება. მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა ხელშეკრულების შეწყვეტის გამო ხელისუფლების წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა კონსორციუმმა კორონავირუსის პანდემიის გამო გადადო. 

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენელი ლევან ახვლედიანი მიიჩნევს, რომ მშენებლობის გაგრძელება სწრაფად შექმნის სამუშაო ადგილებს და ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს. მისივე თქმით, ანაკლია ერთადერთი შესაფერისი ლოკაციაა ახალი რეგიონული მნიშვნელობის ეკონომიკური ცენტრის შესაქმნელად.

ახლა არის ხელსაყრელი მომენტი მსოფლიოში. ხდება გადანაწილება საწარმოო ძალების. საქართველო ამ შემთხვევაში ძალიან ხელსაყრელ პოზიციაშია, რომ მოიზიდოს მულტინაციონალური კომპანიები. ეკონომიკური კრიზისია საქართველოში და საჭიროა ქვეყანაში სწრაფი პროექტების წამოწყება, რომელსაც შეუძლია გარდატეხის შეტანა ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში და სამუშაო ადგილების შექმნა, ასეთია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და მის უკან განთავსებული სპეციალური ეკონომიკური ზონა, რომელსაც შეუძლია შეუძლია ათასობით სამუშაო ადგილის შექმნა, - აცხადებს ახვლედიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი