კრიმინალური სამყაროს რომანტიზება სკოლებში ისევ გრძელდება - კიდევ ერთი ფაქტი გარდაბანში დაფიქსირდა, ამ შემთხვევაში კი ე.წ. ქურდული გაგების პოპულარიზაციას პირდაპირ სკოლის პედაგოგები ეწევიან.
"კლასის კანონიერი ქურდი მოდის" - ასე წარადგინა გარდაბნის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებელმა მოსწავლე
ბოლო ზარის ღონისძიებაზე. ირკვევა, რომ ბოლო ზარზე სკოლის მასწავლებელმა მოსწავლეები სხვადასხვა ნომინაციებში დააჯილდოვა, ერთ-ერთი ასეთი ნომინაცია კი სწორედ ე.წ. კანონიერი ქურდი აღმოჩდნა.
იხილეთ ასევე: