გარდაბნის სოფელ მუღანლოს სკოლის ბოლო ზარზე ნომინაციებში ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსით მოსწავლით დაჯილდოება - სკოლის დირექტორი განმარტავს, რომ ეს ხუმრობა იყო და ამისგან "აჟოიტაჟის შექმნა არ ღირს".
მასწავლებლები და მანდატურები მომხდარში კრიმინალური სამყაროს რომანტიზებაში პრობელმას ვერ ხედავენ და ფიქრობენ, რომ ფაქტზე გამოხმაურება გადაჭარბებულია.
"ეს ხუმრობა იყო კლასის დამრიგებელმა ბავშვების მიერ შედგენილი სია წაიკითხა. კიდევ გიმეორებთ, ჩვეულებრივი სახუმარო სცენა იყო მერე რა? კანონით რომ აკრძალულია ეგ ვიცით. დიახ, არ იყო კარგი ხუმრობა, თუმცა მათი დღესასწაული იყო და მოდით, ვაპატიოთ და ნუ შევქმნით აჟიოტაჟს. პირადად მე ბავშვებსაც და კლასის დამრიგებელსაც სიტყვიერი გაფრთხილება მივეცით" ,- ამბობს სკოლის დირექტორი დილბარ აბბასოვა.
მანდატურები ამბობენ, რომ ნომინაციებით დაჯილდოების ცერემონიას თავადაც ესწრებოდნენ, თუმცა ენობრივი ბარიერის გამო ნომინაციების შინაარსი არ გაუგიათ. "ბოლო ზარი იყო ჩვენ აქ ვიყავით ეზოში ვესწრებოდით ღონისძიებას, მაგრა ჩვენ არ ვიცით აზერბაიჯანული ენა".
იხილეთ ასევე: