ანაკლიის პორტის ეკონომიკის აღდგენის საუკეთესო სტიმული იქნება - ლევან ახვლედიანი

გამოქვეყნდა:

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი საარბიტრაჟო დავას დროებით წყვეტს და ხელისუფლებას შეთანხმებისკენ მოუწოდებს. კონსორციუმში  მიიჩნევენ, რომ ეს ქართული ეკონომიკის აღდგენის დასაწყებად ერთ-ერთი საუკეთესო სტიმული იქნება. მითუმეტეს იმ პირობებში,  რომ  ხელშეკრულების შეწყვეტის გამო ხელისუფლების წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა კორონავირუსის პანდემიის გამო გადადეს.

ლევან ახვლედიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები რამდენიმე თვეა არ მიმდინარეობს და მშენებლობა შეჩერებულია, მთავრობის მიერ კეთილი ნების გამოჩენის შემთხვევაში პროექტის სწრაფად ამუშავება შესაძლებელია. 

ოპოზიცია ფიქრობს, რომ მთავრობამ ქვეყანას რვა წელი დააკარგვინა ეკონომიკური განვითარების გზაზე. 

პანდემიის შემდეგ მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშეა, ბიზნესი ცდილობს გადალაგ-გადმოლაგების განხორციელებას და მათ შორის, ინვესტირების მხრივაც. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჩვენ მოგვპარა რვა წელი, მოგვპარა დრო, რომელიც უნდა მოხმარებოდა განვითარებას, - ამბობს ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ზურაბ მელიქიშვილი. 

 საპარლამენტო ფრაქცია "ევროპული საქართველო-რეგიონების" წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მათ კარგად ესმით, რომ ქართული ოცნების პირობებში იმ შესაძლებლობების გამოყენება, რომელიც ახლა უჩნდება ქვეყანას, როდესაც საქმე ეხება საერთაშორისო გადაზიდვებს და გადაზიდვების ახალი ჯაჭვების აწყობას, არ მოხდება. 

ასევე კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქართული ოცნების პირობებში ამ შესაძლებლობების გამოყენება საქართველოში არ მოხდება, ამიტომაც არის აუცილებელი შემოდგომაზე მთავრობის ცვლილება, - ამბობს იგი. 

ანაკლიის კონსორციუმმა ერთი კვირის წინ საჯაროდ გაავრცელა მიმართვა, რომ მზად არიან კვლავ დაიწყონ და გაააქტიურონ მოლაპარკებები ხელისუფლებასთან, რათა საბოლოო ჯამში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ამუშავდეს. კონსორციუმს კონკრეტული პასუხი მთავრობისგან ჯერ არ მიუღია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი