საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ - 7.7%.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, მაისში წლიურ ჭრილში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად ისევ – ზეთისა და ცხიმის ფასი გაიზარდა - 42.7%-ით.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-23.3 პროცენტი), ასევე ხილსა და ყურძენზე (-20.9 პროცენტი).