კონკურენციის სააგენტო პურის ფასის ზრდის მიზეზებს მეორე წელია იკვლევს

გამოქვეყნდა:

კონკურენციის სააგენტო, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელიწადში 2 მილიონ 200 ათასი ლარით ფინანსება, მეორე წელია პურის ფასის ზრდის მიზეზს უშედეგოდ იკვლევს.

"ფლანგვის დეტექტორმა" დაადგინა, რომ  2014 წელს შექმნილ სამსახურმა, დაარსებიდან დღემდე, არაერთი საქმე განიხილა, თუმცა მხოლოდ  ერთი ჯარიმა გამოწერა.

ეს არის სააგენტო, რომელსაც 2018 წლის დეკემბერში მაშინდელმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დაავალა, რომ გამოეკვლიათ, რატომ იზრდებოდა პურის ფასი და ამის მერე ზუსტად 16 თვეა იკვლევენ ამ მიზეზებს და ვერ გამოიკვლიეს. ამ 16 თვეში ხელფასების სახით აიღეს ორი მილიონი ლარი, - ამბობს "ფლანგვის დეტექტორის" წარმომადგენელი ანა აბაშიძე.

არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ კონკურენციის სააგენტო დაკისრებულ ფუნქციას ვერ ასრულებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი