პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) წარმომადგენელი ანა არგანაშვილი გეგმავს ხვალ მიმართონ სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვენ ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვის გამოყვანა.
ხვალ დილას სასამართლოში შევიტანთ ახალ შუამდგომლობას და უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოვითხოვთ ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან ყველა ბავშვის დაუყოვნებლივ გამოყვანას.
მხოლოდ მონიტორინგის მოთხოვნა აღარ არის საკმარისი.
დღეს გავრცელებული ახალი კადრები და ინფორმაცია ბავშვთა მიმართ ძალადობის და დანაშაულების შესახებ ჩვენთვის საგანგაშოა - წერს ის ფეისბუქზე
15 აპრილს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები მონიტორინგის განსახორციელებლად, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს.
ომბუდსმენის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არც გაეროს დროებითი ღონისძიების შემდეგ შეუშვეს.
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, პროკურატურაში ნინოწმინდის პანსიონზე გამოძიება 3 შემთხვევაში სავარაუდო ძალადობაზე, ხოლო ერთ შემთხვევაში სავარაუდო გაუპატიურებაზე მიმდინარეობს.
ამავე თემაზე: