გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება ანაკლიის კონსორციუმის მოთხოვნებს. ექსპერტებს პროექტის განახლების მოლოდინი არ აქვთ. სპეციალისტები ეკონომიკურ სარგებელზე და მნიშვნელობაზე საუბრობენ, რომელსაც აღნიშნული პროექტი ქვეყანას მოუტანს.
ეკონომისტების აზრი, ანაკლიის პროექტის განხორციელება საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ასევე ის ითამაშებდა ბიძგის როლს სხვა ინვესტორებისთვის, რათა მათაც შემოეტანათ ქვეყანაში თავიანთი ბიზნეს ინტერესები.
ანაკლიის პროექტი არის საქართველოს ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ამ პროექტის გაჩერება, მით უფრო, ჩაგდება, განსაკუთრებით იმ პირობებში, რაშიც კორონას გამო აღმოვჩნდით, ეს არის არათუ შეცდომა არამედ დანაშაული. დიდი კითხვის ნიშანია და დიდი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ხელისუფლებას არ აწყობს პროექტის განხორციელება და ერთერთი მიზეზი ამის არის რუსეთის ფაქტორი, - ამბობს ეკონომისტი აკაკი ცომაია.
ოპოზიცია ამბობს, რომ ერთადერთი რაც ხელისუფლებას ანაკლიის პროექტის გაგრძელებას აიძულებს, არჩევნებია.
შევეშვათ არარეალისტურ გეგმებს. ანაკლიის პროექტი ივანიშვოლს იმიტომ არ შეუჩერებია, რომ ააშენოს. ანაკლიის პორტი არასდროს აშენდება ამ ხელისუფლების პირობებში. სანამ ხელისუფლენა არ შეიცვლება, ის დიდი სიკეთე, რაც შეიძლება მოიტანოს ანაკლიის პორტმა და მასთან დაკავშირებულმა სხვა პროექტებმა, არ განხორციელდება. გვინდა ანაკლიის პროექტი? მაშინ არ გვინდა ეს ხელისუფლება, - ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე.
კონსორციუმის განცხადებით, ხელისუფლების პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ის მარტივად განხორციელებულია, რადგან გენერალური კონტრაქტორიც მზადყოფნაშია და ასევე ფინანასური ინსტიტუტებიც მზად არიან, მილიონობით დოლარი გამოყონ პროექტის განსახორციელებლად.