ნინოწმინდის პანსიონიდან კიდევ სავარაუდოდ 5 ბავშვი გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

ნინოწმინდის პანსიონიდან დღეს კიდევ სავარაუდოდ 5 ბავშვი გადაიყვანეს. როგორც "მთავარი არხისთვის" ხდება ცნობილი, ბავშვები "პიკაპის" ტიპის ავტომობილში ჩასვეს. გაყვანის კადრები კამერებმა დააფიქსრია.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ჩვენი გადამღები ჯგუფი დეტალებს ადგილზე არკვევს.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის პანსიონის დატოვების სურვილი 6-მა არასრულწლოვანმა გამოთქვა. მათივე ინფორმაციით, მუშაობა კიდევ 10-მდე ბავშვის გაყვანაზე მიმდინარეობს. 

ამ დროისთვის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკები და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი ტერიტორიაზე დილით შეუშვეს, უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სალიცენზიო პირობებს სწავლობენ.

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) დღეს ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით სასამართლოს სარჩელით მიმართავს. ისინი მოითხოვენ, რომ პანსიონიდან ყველა ბავშვი გაიყვანონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი