ნინოწმინდის პანსიონში ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულურების სააგენტოს წამომადგენლები შეუშვეს. ოთხი წარმომადგენელი პანსიონში სალიცენზიო პირობებს ამოწმებს.
ბოლოს ისინი პანსიონში 2018 წელს შევიდნენ, რატომ არ ჩატარდა ბოლო 3 წლის განმავლობაში პანსიონში მონიტორინგი, უცნობია.
ჩამოსულები ვართ სალიცენზიო პირობების შესამოწმებლად, ეს ჩვენი სამსახურია. ამჟამად ბრძანება მოგვცეს და გამოგვიშვეს, - თქვა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
მათი განმარტებით, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში პირველ ჯერზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგება და პანსიონატს გამოსასწორებელი ვადა მიეცემა. ორჯერ ოქმის დაწერის შემდეგ კი შეიძლება ლიცენზიის გაუქმება მოხდეს.
იხილეთ ასევე:
ავტორი: მარიამ ელიბაშვილი.