მოჭადრაკეები ჭადრაკის ფედერაციას მიკერძოებასა და თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებენ

გამოქვეყნდა:

მოჭადრაკეები მერაბ გაგუნაშვილი და მიხეილ მჭედლიძე ჭადრაკის ფედერაციას მიკერძოებულობაში ადანაშაულებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ 11 ივლისს ქალაქ სოჭში გასამართ მსოფლიოს თასზე მათი ადგილი სხვა მოჭადრაკემ დაუმსახურებლად დაიკავა. 

ამბობენ, რომ რეიტინგით ლევან ფანცულაიაზე წინ არიან და შესაბამისად ტურნირზე წასვლის კანდიდატიც მათგან უნდა აერჩიათ. ამ ფაქტს იმ მიზეზით ხსნიან, რომ მოქმედი ჩემპიონი ლევან ფანცულაია ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან დაახლოებული პირია.

კოლეგების ბრალდებას აბსურდულს უწოდებს მოქმედი ჩემპიონი ლევან ფანცულაია. მას თანაგუნდელების განცხადებაზე კომენტარის გაკეთება არ სურს და მათ ბოლო შედეგების გადახედვას ურჩევს.

ბრალდებას არ იზიარებენ ჭადრაკის ფედერაციაშიც და აცხადებენ, რომ არჩევანი არა რეიტინგის, არამედ ბოლო სპორტული შედეგების მიხედვით გააკეთეს.

ეს არ არის ერთადერთი ბრალდება, რომელსაც ჭადრაკის ფედერაციას უყენებენ. აუდიტის სამსახურის განცხადებით, ფედერაციის ხელმძღვანელობამ  903 544 ლარი სამთავრობო კომისიისა და სამინისტროს ნებართვის გარეშე დახარჯა. ამ საქმის გამოძიებით კი პროკურატურა დღემდე არ  დაინტერესებულა.

11 ივნისს ცნობილი გახდება თუ ვინ წარადგენს საქართველოს მსოფლიოს თასზე.

ავტორი: მარიამ მარხულია

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი