"საარსებო წყაროს გვიკეტავენ" - მხატვრები თეა წულუკიანის წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

მხატვრები თეა წულუკიანის წინააღმდეგ - ხელოვანები კულტურის სამინისტროს იმ ახალი რეგულაციებს აპროტესტებენ რომლის მიხედვითაც,  ნახატის საზღვარგარეთ გაყიდვის ან გასხვისების შემთხვევაში საკითხი სამინისტრომ 21 დღის ვადაში უნდა განიხილოს.

ამ ვადას მხატვრები არაადეკვატურად თვლიან და აცხადებენ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე, მათთან კომუნიკაცია კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებს არ ჰქონდათ. 

"ქართველი მხატვრების უმრავლესობა, ყველა თუ არა, დამოკიდებული ვართ, სამწუხაროდ, საზღვარგარეთ გაყიდვებზე. ჩამოსულ ტურისტებსა და იმ ხალხზე, რომლებიც დაინტერესებულია ქართული ხელოვნებით. აქამდე პრობლემა არ გვექმნებოდა. 1 ივნისიდან როგორც აღმოჩნდა, ძველი დებულება აღადგინეს, რომლის მიხედვითაც, 21 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა გაიცეს ნებართვა, რასაც ჰქვია, საარსებო წყაროს გვიკეტავენ",- ამბობს მხატვარი დავით პოპიაშვილი.

მხატვრები ამბობენ, რომ ახალი რეგულაციების გამო ისინი  შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩებიან:

"21 დღის ვადაში არის აბსოლუტური აბსურდი, ეს არის ფაქტობრივად იმდენად ხელისშეშლა, რომ მხატვარი შემოსავლის გარეშე რჩება, რადგან როგორც გითხარით, ძირითადად მყიდველი არის ტურისტები, უცხოელი წარმომადგენლები, გარკვეული კონსულტაცია მაინც უნდა გამართულიყო და ჩვენ აი ასე, უცბათ გავიგეთ ეს ინფორმაცია",- თქვა მამუკა ცუცქირიძემ.

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ ახალ შეზღუდვებში პრობლემას ვერ ხედავს.

"პროცედურას თუ მისდევენ რა პრობლემა უნდა იყოს მე არ მესმის, თუკი პროცედურას დაიცავს ყველა",- ამბობს თეა წულუკიანი. 

მხატვრები  ამბობენ, რომ თუ სამინისტროს მათთან კომუნიკაცია არ იქნებიან, იძულებული გახდებიან, აქცია გამართონ. 

ამავე თემაზე:

მხატვრებმა 8 ივნისს, კულტურის სამინისტროსთან აქცია დააანონსეს

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი