„ოცნების ქალაქში“ 1000-მდე ბავშვია. ყველა მათგანი სიღარიბეს ებრძვის. გაუსაძლის პირობებში თავის გატანა  მათ იმ მშობლებთან ერთად უწევთ, რომლებიც 2012 წელს  "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად უკეთესი ცხოვრებისა და წინასაარჩევნო დაპირებების იმედად მთიდან ჩამოსახლდნენ.  ზოგი მეწყერს გაექცა, ზოგიც კიდევ  სიღარიბეს... ქალაქიც ბათუმის გარეუბანში რამდენიმე დღეში მუყაოს ყუთებისგან აშენდა. შემდეგ შეემატა თუნუქის ფილები და აქა იქ ბეტონის ბლოკები... წლები გავიდა, თუმცა დაპირებული კარგი ცხოვრების აქ უკვე  არავის სჯერა, ოცნებები კი მძიმე რეალობამ ჩაანაცვლა...

"ოცნების ქალაქის" მსგავსად, საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში ბავშვთა 6.8% ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს რომ მათ გამოსაკვებად მშობლებს ყოველდღიურად 3 ლარზე ნაკლების დახარჯვა უწევთ, სხვა  შემთხვევაში ის სოციალური შემწეობა, რომლის მიმღებთა რაოდენობაც მხოლოდ გასულ წელს 7000- მდე გაიზარდა და 186 ათასს გადაცდა, ერთ თვეზე არ ეყოფათ.... უკიდურეს სიღარიბეში, საკვებისა და სახლის გარეშე თავის გატანა დღეს ათასობით არასრულწლოვანს უწევს, რასაც მძიმე სოციალურ ყოფასთან ერთად არანაკლებ მძიმე ფსიქოლოგიური და სამედიცინო პრობლემებიც ახლავს.

ზურა პეტროსიანის რეპორტაჟი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი