გორში, შეჯახებისას 19 წლის ბიჭი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

ცნობილი ხდება, რომ გორში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 19 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა, ხოლო გოგო საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა კომბინატის დასახლებაში, მშვიდობის გამზირზე ცოტა ხნის წინ მოხდა. 

შსს-მ გამოძიება 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამ ადგილას, განსაკუთრებით საღამოს საათებში, მანქანები მაღალი სიჩქარით მოძრაობენ, პოლიცია კი სათანადოდ არ რეაგირებს. შესაბამისად, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევებიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი