საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრას სტუმრად ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
ვილი სანიოლის მომზადებულმა გუნდმა 5 ივნისს, საფეხბურთო კლუბ "ტვენტეს" სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა და მასში მონაწილეობა 24-მა ფეხბურთელმა მიიღო.
ნიდერლანდებისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების დაპირისპირება 6 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე სწორედ "ტვენტეს" სტადიონზე გაიმართება. შეხვედრას ბელგიელები უმსაჯებენ.