აბასთუმნის ტყეში დაკარგული ახალგაზრდების ოჯახის წევრები და ახლობლები სამძებრო სამუშაოებში ჩაერთვნენ. მაშველები ახალგაზრდებს უკვე მეორე დღეა ეძებენ. მათ ძებნას უამინდობა და ცუდი ხილვადობა ართულებს, კერძოდ ტყეში დრონის აფრენა ვერ ხერხდება.
ამ დრომდე ადგილზე 40-მდე სამაშველო ბრიგადა მუშაობს, ძებნაში ჩართული არიან რეინჯერებიც.
7 ახალგაზრდა აბასთუმნის ტყეში 3 ივნისს სალაშქროდ წავიდა.
ამავე თემაზე:
აბასთუმნის ტყეში დაკარგული ახალგაზრდები - მამის ინფორმაციით, კავშირი 3 ივნისს შეწყდა