ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" [PHR] თავმჯდომარის ანა აბაშიძის ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონიდან დღეს 26 ბავშვი გაიყვანეს:
"დღეს კიდევ 26 ბავშვი გავიდა ბოროტების ბუნაგიდან! სახელმწიფო მიყვება სასამართლოს გადაწყვეტილებას და გაყავს ყველა ბავშვი. ეს ძალიან კარგია. ხვალ, მაქსიმუმ ზეგ, უნდა დასრულდეს ეს პროცესი. მერე როცა სამშვიდობოზე გვეყოლება ბავშვები სრულად უნდა ვორიენტირდეთ გამოძიებაზე", - წერს აბაშიძე.
ცნობისთვის, ნინოწმინდის პანსიონიდან დაუყოვნებლივ გამოყვანის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის სარჩელის საფუძველზე მიიღო.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მიიჩნევენ რომ ბავშვთა სახლში ბენეფიციარების გაჩერება საფრთხისშემცველია.
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ საქართველოს საპატრიარქო სასამართლოს გადაწყვეტილებას
გაასაჩივრებს.
იხილეთ ასევე: