
"ის, რომ იქ ბავშვები არ არის დაფარული მათი სახეები, ეს არის დანაშაული. აი, რომ ატირებენ, რაც შეეხება ამას, აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ - ერთი არის რა ჩანს და მეორეა, რა მოხდა სინამდვილეში... მე რომ გადამეღო ეს ვიდეო, რა თქმა უნდა, სხვანაირად გადავიღებდი, იმიტომ რომ მე მაქვს შეხება კამერასთან და ჩემი პროფესიაა ეს, ერთ-ერთი. მეუფე სპირიდონს უნდოდა იმის ჩვენება, რომ ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ სოც.მუშაკები, რომ მათი შეკითხვებიდან გამომდინარე მათ იტირეს და ვიდეოდან გამოვიდა პირიქით".
- ამბობს მეუფე ნიკოლოზი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" მეუფე სპირიდონის მიერ ნინოწმინდის პანსიონიდან გავრცელებულ ვიდეოზე.