პოლიცია რაგბის კავშირში - ვეტერან მორაგბეებს ხელმძღვანელობასთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს

გამოქვეყნდა:

ხმაური იყო რაგბის კავშირში, ვეტერან მორაგბეებს, დიდი ათის მონაწილე კლუბებისა და რეგიონალური ფედერაციების წარმომადგენლებს კავშირის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს.

რაგბის კავშირთან პოლიცია იყო მობილიზებული. მორაგბეები ამბობენ რაგბის ფინანსურ კრიზისზე ამახვილებენ ყურადღებას.

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ალავიძემ თქვა, რომ მორაგბეები შენობაში კოვიდპანდემიის გამო არ შეუშვეს. რაც შეეხება კლუბების შეკვეცას კრიზისის გამო, ალავიძის თქმით, რაგბის კავშირში რეფორმებზე საუბარი მიმდინარეობს.

"ამ კითხვაზე, ძალიან გთხოვთ გადახედოთ გამგეობის ოქმებს. დიდი 10-ის შეკვეცაზე საუბარი არ არის, რეფორმაზეა საუბარი. მსჯელობაა ეს საუბარია, გამგეობის ოქმში წერია ყველაფერი, რაც თქვენთვის საინტერესოა,"-თქვა ალავიძემ.

მორაგბეები ასევე ამბობენ, რომ ის კლუბები, რომლებიც რაგბის კავშირის არჩევნებში მხარს ირაკლი აბუსერიძეს უჭერდნენ, შესაძლოა იმ გუნდების სიაში მოხვდნენ, რომლებსაც ჩაანაცვლებენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი