2020 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობის ვალმა მშპ-ის 60% შეადგინა | ღარიბაშვილის მოხსენება

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემირმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის 2020 წლის "სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ" მოხსენების თანახმად, 2020 წლის ბოლოსთვის, საქართველოს მთავრობის ვალმა, მთლიანი შიდა პროდუქტის 60% შეადგინა:

"2020 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალმა შეადგინა მთლიანი შიდა პროდუქტის 60.0%. ამასთან, ვინაიდან საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულება (2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით) განისაზღვრა მთლიანი შიდა პროდუქტის 0.8%-ით, ჯამურად ეს ვალდებულებები მშპ-ის 60.8%-ს შეადგენს. 2021 წლის მარტის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალმა 2021 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო მოცულობის 58.0% შეადგინა. ამასთან, ვინაიდან საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულება (2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით) განისაზღვრა მთლიანი შიდა პროდუქტის 0.8%-ით, ჯამურად ეს ვალდებულებები მშპ-ის 58.8%-ს შეადგენს", - წერს პრემიერი მოხსენებაში. 

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში მომავალ კვირაში ელოდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი