დეტალური ჩვენება მივეცი... გამომიცხადეს, ბარგი აიღე და წადიო - ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი ბენეფიციარი

გამოქვეყნდა:

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი ბენეფიციარი, რომელიც საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ მყოფი უნივერსიტეტიდან გაუშვეს, ამბობს, რომ მან ჩვენებაში დეტალურად მოყვა ნინოწმინდაში არსებული იმ ძალადობის შესახებ, რომელსაც თავად შეესწრო. ლუკა ხაჩიძის თქმით, სწორედ ამის გამო ის უნივერსიტეტიდან გაუშვეს.

"ვთხოვე, მეუფესთვის შეეტყობინებინათ, რომ მივდიოდი ჩვენების მისაცემად, მაგრამ რა დეტალებზე, მე იქ არ მისაუბრია. დეტალურად მოვუყევი ჩვენებაში ავსახე ყველაფერი, უშუალოდ ჩემ მიმართ, ჩემი მეგობრების მიმართ იყო და ამის გამო რითი გვაშინებდნენ. მე მერე ვთხოვე, რომ დავებრუნებინე უკან.

მე გამომიცხადეს, რომ ლუკა, შენ ბარგს აიღებ, ჩაალაგებ, დღეს ღამეს სხვაგან გაათევ და ხვალ წადი. უშუალოდ შემსწრე ვიყავი, რომ მასწავლებელმა ბავშვს კარადაზე არტყმევინა თავი და მერე ეს მიიჩქმალა, იმიტომ რომ ეს არც ზედამხედველს გაუგია", - თქვა ლუკა ხაჩიძემ.

დღეს, 9 ივნისს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის პანსიონის ყოფილ და მოქმედ ბენეფციარებზე ზეწოლა ხორციელდება, რათა მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს ჩვენება არ მისცენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი