ნინო ლომჯარია თუ გამოხატავს სურვილს და მოგვმართავს, მზად ვართ განვიხილოთ - ქარჩავა პანსიონში შესვლაზე

გამოქვეყნდა:

თუ ის დაინტერესებულია ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა - ასე პასუხობს საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა კითხვას შეუშვებენ თუ არა პანსიონში ნინო ლომჯარიას

​ქარჩავა ამბობს, რომ საპატრიარქო მსოფლიოში აღიარებულ ყველა უფლებადამცველს ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.

"ნინო ლომჯარია თუ გამოხატავს სურვილს და მოგვმართავს ჩვენ ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ"- ამბობს ქარჩავა.

​ნინოწმინდის პანსიონში საპატრიარქოს წარმომადგენლების გარდა დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. როგორც პანსიონიდან გამოსულმა მინისტრის მოადგილემ თქვა, ბავშვების გადაყვანის პროცესი არ შეიძლება იყოს მყისიერი და იძულებითი. მისივე თქმით, გარდამავალ პერიოდში, აქტიურად იმუშავებენ საერთაშორისო პარტნიორებთან

"დიდი ზომის ინსტიტუცია ამაზე ვთანხმდებით როგორც ჩვენ, ისე საპატრიარქო, ნინოწმინდაში არ უნდა იყოს" - ამბობს მინისტრის მოადგილე.

წარმატებული დიალოგი უწოდეს უცხოელებმა დღევანდელ შეხვედრას - "ჩვენ არ ვატარებთ გამოძიებას, ჩვენ ვენდობით უფლებამოსილ სტრუქტურებს" - თქვა გაეროს ბავშთა ფონდის წარმომადგენელმა ჰასალ ჰანინიმ.

შეგახსენებთ, ნინოწმინდის ბავშთა პანსიონიდან ბავშვების გაყვანის პროცესი 6 ივნისიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ PHR-ის სარჩელი დააკმაყოფილა

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი