საპატრიარქოს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მამა ანდრია ჯაღმაიძე, "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ივლისში დაანონსებული ღირსების მარში ნინოწმინდის ბავშვთა სახლს უკავშირდება.
მისი თქმით, "ეს არის შესავალი", რომელიც ეკლესიის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
"ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის მიმართ მიმდინარე გაუგონარი პროპაგანდისტული შტურმი, თავისი ბუნებით და დროის მიხედვით, პირდაპირ კავშირშია ივლისში დაანონსებული ე.წ. ლგბტ კვირეულის ორგანიზებასთან. ეს არის შესავალი და მოსამზადებელი ეტაპი, რაც ემსახურება ეკლესიის დისკრედიტაციას მოსახლეობის ფართე მასებში",- წერს ანდრია ჯაღმაიძე.
ამავე თემაზე:
რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში 5 ივლისს ჩატარდება - Tbilisi Pride