"ნამოხვანჰესი" უფრო სრულყოფილი ფორმით უნდა აშენდეს - თურნავა

გამოქვეყნდა:

"ნამოხვანჰესი" მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია, მაგრამ ის უფრო სრულყოფილი ფორმით უნდა აშენდეს - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და ამბობს, რომ ხვალიდან იწყება მედიაციის პროცესი, სადაც ჩართულები იქნებიან როგორც სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები და "რიონის ხეობის მცველები"

"ეჭვგარეშეა, რომ „ნამოხვანჰესი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, მაგრამ ის უფრო სრულყოფილი ფორმით უნდა აშენდეს. შექმნილია პლატფორმა ექსპერტებისთვის, რომ ყველა ეკოლოგიური საკითხი უფრო მეტად გახსნილი და შესწავლილი იყოს და თუ ექსპერტები აღმოაჩენენ, რომ რაიმე გამოსასწორებელია, ესეც უნდა იყოს ნათელი. 15-მდე ექსპერტებმა და კვლევითმა ორგანიზაციებმა გაიწვია ეს საბუთები. მუშაობენ და ველოდებით მათ მოსაზრებებს" ამბობს თურნავა

რიონის ხეობაში დღეს უწყვეტი პროტესტის 227-ე დღეა. მოთხოვნები უცვლელი:

  • 1.გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.
  • 2. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ."
  • 3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
  • 4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. გამოვლინდნენ უკანონო გადაწყვეტილებების მიმღები პირები და დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი