ფოთში ზღვამ, დაკარგული ახალგაზრდის ცხედარი გამორიყა

გამოქვეყნდა:

ფოთში, სამი დღის წინ დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მალთაყვის სანაპიროსთან, ზღვამ გამორიყა.

არსებული ინფორმაციით, 26 წლის დ.ზ. მეგობრებთან ერთად პიკნიკზე იყო, რა დროსაც სავარაუდოდ ნასვამი ზღვაში შევიდა და დინებამ გაიტაცა. მეგობრებმა მისი დახმარება ვერ შეძლეს და სამაშველო სამსახური გამოიძახეს.

სამძებრო სამუშაოები 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ცხედარს ქუთაისში, პროზექტურაში გადაასვენებენ.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი