ლარის გამყარება დაჩქარებულმა ვაქცინაციამ და ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია - ფინანსთა მინისტრი

გამოქვეყნდა:

"ლარის კურსის მკვეთრი გამყარება ბოლო პერიოდში გამოწვეულია იმ ახალი რეალობით ეკონომიკაში, რომელზეც ჩვენ გვაქვს საუბარი, მათ შორის, დაჩქარებული ეკონომიკური ზრდით, დაჩქარებული ვაქცინაციით, ტურიზმის განახლებით. ასევე, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევა ქვეყანაში, ბიზნესის მიერ გაუმჯობესებული ნდობით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებისადმი და ასევე, საერთაშორისო ინვესტორების საკმაოდ მაღალი ნდობით საქართველოს ხელისუფლებისადმი. ლარის გამყარება იყო უკვე ახალი რეალობის ასახვა მის კურსზე. ბუნებრივია, მცირეოდენი მერყეობები ვალუტის კურსს აქვს, იმიტომ, რომ ეს არის გაცვლითი კურსი, თუმცა ამ ნაწილში რყევებს ლარის კურსთან მიმართებით არ ველოდებით".

- ამბობს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი