"ენკასთან" მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა შემცირდეს 99 წელი - მინისტრის მოადგილე

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლები უკვე თბილისში არიან. დღეიდან ისინი რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობაზე მედიაციის პროცესში ჩაერთვებიან. აუდიენციას ევროკავშირთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლები და რიონის ხეობის მცველებიც დაესწრებიან.

ჰესის მოწინააღმდეგეები იმედს გამოთქვამენ რომ ევროკავშირის მედიაციის შემდეგ, გუმათში რკინის ბარიკადებს მოხსნიან და ნამახვანჰესის მოსამზადებელი სამუშაოებიც შეჩერდება.

„რიონის ხეობის მცველის”, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით საკითხი, რასაც დღეს ევროკავშირის ჩართულობით მიმდინარე შეხვედრაზე დააყენებენ, რიონის ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანა და სამუშაო პროცესის შეჩერებაა.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ​დავით თვალაბეიშვილმა უთხრა, „ენკასთან” მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ხელშეკრულებაში მიწის გასხვისების ვადის შემცირებასთან დაკავშირებით

"მიმდინარეობს კომპანია „ენკასთან” მოლაპარაკებები, რათა შემცირდეს ეს 99 წელი. ვერ გეტყვით, სადამდე იქნება შემცირებული, მაგრამ პოზიტიური პროცესია და უნდა დაველოდოთ შედეგებს. ჩვენ ვართ კონსტრუქციულად განწყობილი"- განაცხადა თვალაბეიშვილმა.

მისივე თქმით, ჰესი უნდა აშენდეს, რადგან ის საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გარანტია იქნება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი