თეა წულუკიანი გელათში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

თეა წულუკიანი გელათის სამონასტრო კომპლექსში იუნესკოს უცხოელი ექსპერტების ვიზიტის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინიციატივით, გელათის ძირითად ტაძარში კედლის ფერწერის სრულფასოვნად შესასწავლად ინტერიერში, ხოლო სახურავის შესასწავლად - გარე პერიმეტრზე, ხარაჩოები აღიმართა, რათა უცხოელ სპეციალისტებს ადგილზე არსებული მდგომარეობის შესწავლის საშუალება მიეცეთ - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ გელათში უმძიმესი ვითარებაა. არასწორად შესრულებული სამუშაოების გამო ირეცხება და ნადგურდება უნიკალური ფრესკები.

ასეთი ინფორმაციების გავრცელების გამო, წულუკიანმა მოუწოდა ყველას, "ნუ დაბოდიალობენ ხარაჩოებზე"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი