წყალში გადაყრილი მილიონები | უხარისხო სამუშაოების თავიდან შესასრულებლად აჭარაში ფულს სესხულობენ

გამოქვეყნდა:

აჭარის 5 მუნიციპალიტეტში წყლის პრობლემის მოგვარებაზე ბოლო წლების განმავლობაში 72 მლნ ლარი დაიხარჯა, ამ თანხაში ცხადია არ შედის ბათუმი. დახარჯული თანხის მიუხედავად, სოფლებში სადაც სამუშაოები ჩაატარეს წყალი არ არის. ახლა კი ხელისუფლებამ დონორებისგან დამატებით 35 მლნ ევრო უნდა ისესხოს და იგივე ადგილებში, იგივე სამუშაოები ხელახლა უნდა ჩაატაროს.

თხილნარას დასახლებაში მცხოვრები ასობით ოჯახი  დღეს უწყლოდაა დარჩენილი, მათთვის წყალი დიდი ხანია ფუფუნებად იქცა. უწყლობა მხოლოდ ხელვაჩაურის რაიონის სოფლებს არ აწუხებს. ასეთივე ვითარებაა ხულოს, შუახევის, ქედასა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში. ყველას ერთი საერთო აქვს - წყლის სისტემების მოსაგვარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარია დახარჯული, თუმცა ადგილობრივებს წყალი მაინც არ აქვთ.

ირკვევა, რომ მილიონობით ლარი, რომელიც აჭარის რეგიონში წყლის პრობლემის მოსაგვარებლად დაიხარჯა, საკმარისი არ აღმოჩნდა. იმის გამო, რომ ფული დახარჯულია და პრობლემა კვლავ მოუგვარებელი, აჭარის რეგიონში 50-მდე სოფელში, წყლის სისტემების მოსაგვარებლად კიდევ დამატებით სამოცი მილიონი ლარი დაიხარჯება, თანხის ნაწილს ადგილობრივები საკუთარი ბიუჯეტიდან გადაიხდიან. პროექტის განხორციელება აჭარის წყლის ალიანსი დაევალა, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს 2024 წელს დაასრულებს.

ჟანა აკოფაშვილის სიუჟეტი - "წყალს გატანებული მილიონები"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი