ვთხოვეთ ღარიბაშვილს, 34 წელს იქ ნუ შეახვედრებთ, თუ ამანაც არ გაჭრა, სახლში აღარ გავჩერდებით - გახელაძის დედა 

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახი ამბობს, რომ პრემიერმინისტრი ოჯახს დაპირდა, რომ გახელაძეს თვის ბოლომდე გაათავისუფლებდნენ, თუმცა ის ამ დრომდე ოკუპანტების ტყვეობაში რჩება.

ზაზა გახელაძის ოჯახი პრემიერმინისტრს ვადას 23 ივნისამდე აძლევს. მათი თქმით, თუ ის 23 ივნისისთვის გათავისუფლებული არ იქნება, ოჯახი საპროტესტო აქციებს გამართავს.

"პირადად ღარიბაშვილი დაგვპირდა, თვის ბოლომდე გამოუშვებენ ჩვენს შვილს, მაგრამ არც მაგან გაამართლა და მოგვატყუა ისევ. 23-ში ჩემს შვილს დაბადების დღე აქვს, ჩვენ ესეც ვუთხარით ღარიბაშვილს, რომ თვის ბოლოს თუ არა 23-ში დაბადების დღე აქვს, 33-სას გაიტაცეს და 34 წელს იქ ნუ შეახვედრებთ ჩემ შვილს. თუ არც ამ თხოვნამ არ გაჭრა 23-ში სახლში აღარ გავჩერდებით. დავგეგმავთ აქცია იქნება, თუ რამე სხვა, არ ვიცი რა იქნება, მაგრამ სახლში ნამდვილად არ გავჩერდებით და ფეხით ჩავალთ ცხინვალის ციხეში",-ამბობს ნანა ბუნტური.

33 წლის ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი დააკავეს. საოკუპაციო რეჟიმმა 18 ივლისს საქართველოს მოქალაქეზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ზაზა გახელაძე დაკავებულია და კარანტინშია გადაყვანილი. 

საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ გახელაძე არ დაემორჩილა სამხედროების მოწოდებას, მინიმუმ 5-ჯერ მაინც ესროლა ერთ-ერთ მათგანს და საპასუხო ცეცხლის გახსნის შემდეგ დაიჭრა. მას ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავებმა ბრალი რუსეთი სისხლის სამართლის კოდექსით წარუდგინეს.

საოკუპაციო რეჟიმმა ქართული მხარე კონფლიქტის მოუგვარებლობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან "აბსურდულ პრეტენზიებს" გამოხატავს. კაბულოვის თქმით, "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის" არაღიარებით, ქართული მხარე კონფლიქტის ცივილიზებული გზით მოაგვარების ყველა შანსს კარგავს.

კაბულოვმა მიკერძოებულობაში და საქართველოს სასარგებლო, არაობიექტური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც, რომელმაც განაცხადა, რომ ინციდენტს აქტიურად დააკვირდება.

ოკუპირებული ცხინვალის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას და დასავლელ კურატორებს "უნდა ესმოდეთ", რომ ზაზა გახელაძეს არა მათი დახმარება, არამედ კვალიფიციური იურისტები სჭირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი