გახელაძეს არა თქვენი დახმარება, არამედ კვლიფიციური იურისტი სჭირდება - საოკუპაციო რეჟიმი

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სამხედრო პროკურორი, ტიგრან კაბულოვი 11 ივლისს ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, გახელაძე დაკავებულია და კარანტინში იმყოფება. კაბულოვის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გახელაძეს თან ჰქონდა ხელნაკეთი იარაღი, მან "უკანონოდ" გადალახა ე.წ. საზღვარი, არ დაემორჩილა სამხედროების მოწოდებას, 5-ჯერ მაინც ესროლა მათ და შემდეგ გაქცევა სცადა. 

საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ გახელაძე საპასუხო ცეცხლის გახსნის შემდეგ დაიჭრა. მას ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავებმა ბრალი რუსეთი სისხლის სამართლის კოდექსით წარუდგინეს.

დეფაქტო  სამხრეთ ოსეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მომხდართან მიმართებაში მაქსმიამლური აჟიოტაჟის გამოწვევის მიზნით, "ქართული რეჟიმი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრების კომენტარებს პოლიტიზირებულ კონტექსტში აქვეყნებს და ფარისევლურად იყენებს".

საოკუპაციო რეჟიმმა ქართული მხარე კონფლიქტის მოუგვარებლობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან "აბსურდულ პრეტენზიებს" გამოხატავს. კაბულოვის თქმით, "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის" არაღიარებით, ქართული მხარე კონფლიქტის ცივილიზებული გზით მოაგვარების ყველა შანსს კარგავს.

კუბულოვმა მიკერძოებულობაში და საქართველოს სასარგებლო, არაობიექტური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც, რომელმაც გაანცხადა, რომ ინციდენტს აქტიურად დააკვირდება.

ოკუპირებული ცხინვალის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას და დასავლელ კურატორებს "უნდა ესმოდეთ", რომ ზაზა გახელაძეს არა მათი დახმარება, არაემდ კვალფიციური იურისტები სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და დე-ფაქტო ცხინვალი ამტიცებენ რომ მამაკაცმა ე.წ. მესაზღვრეებს თავდაპირველად 10 ტყვია ესროლა და ის საპასუხო ცეცხლის შედეგად დაიჭრა. ლავროვის უწყებამ პრეტენზიები შეერთებულ შტატებსაც წაუყენა. მათ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საელჩოს აქტიურ ჩართულობას და საქართველოსადმი მხარდამჭერ პოზიციას პროვოკაციული უწოდეს. საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იან კელი ამბობს, რომ რა პროვოკაციასაც არ უნდა გეგმავდეს რუსეთი, ვაშინგტონის დამოკიდებულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, უცვლელია.

რუსეთის სამიზნე ახლა ჟენევის ფორმატია, ერთადერთი საერთაშორისო პლატფორმა, სადაც საქართველო რუსეთის პირისპირ მარტო არ არის. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი