უკავშირდება თუ არა თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილი მისი დამსაქმებელი კომპანიის ფარულ ოპერაციებს - PF-ის ჟურნალისტმა, დათო აბრამიშვილმა მიაკვლია გარდაცვლილი პროგრამისტის მონაცემთა ბაზას, სადაც ჩანს, რაზე მუშაობდა ბაჩალიაშვილი სიცოცხლის ბოლო პერიოდში.
ჩვენს ხელში აღმოჩენილი მონაცემთა ბაზა საზღვარგარეთ მცხოვრებ IT სპეციალისტს გავაშიფრინეთ და აღმოჩნდა, რომ, დიდი ალბათობით, მისი კომპანია უცხოელ კლიენტებს ბარათებიდან ფულს პარავდა და თანამშრომლობდა სუს-თან პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოსაპოვებლად. შესაძლოა, მისი სიკვდილიც სწორედ ამ ფარულ საქმიანობას უკავშირდებოდეს.
სიუჟეტში ნახავთ ვიდეოკადრებსაც, რომლებიც აქამდე არასდროს გინახავთ და სადაც ბაჩალიაშვილი თავისი საქმიანობის შესახებ ყვება. ეს კადრები პროგრამისტის სიკვდილის შემდეგ სუს-მა ვებსივრციდან გააქრო და გვაჩვენა მხოლოდ ის ნაწილი, სადაც თამარი თვითმკვლელობაზე ლაპარაკობს.
ეს არის ძალიან სახიფათო, ხშირად, სიცოცხლისთვის სახიფათო საქმიანობა, რომელშიც უამრავი ქართველი ახალგაზრდაა ჩართული ისე, რომ თქვენ ამის შესახებ ეჭვიც კი არ გიჩნდებათ, შესაძლოა, თქვენი შვილიც ამით არის დაკავებული და მას უზარმაზარ ფულს უხდიან ასეთი უკანონო ოპერაციების შესრულებისთვის.
ახალგაზრდები, რომლებსაც ესმით კომპიუტერთან ურთიერთობა და იციან უცხო ენა, არიან რისკის ქვეშ, რომ ამ მაღალანაზღაურებადი დანაშაულებრივი საქმიანობის მახეში გაებან.
დათო აბრამიშვილის რეპორტაჟი - "თამარ ბაჩალიაშვილის საიდუმლო"
იხილეთ ასევე: