
"გაზის კამერებშიც ათავსებდნენ" - ასე ეხმაურება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობსი სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე "მთავარი არხის" გადაცემაში POST FACTUM-ში გასულ სიუჟეტს, რომელშიც 21 წლის ლუკა სარალიძე ყვება, როგორ ძალადობდნენ მასზე ფერიის ბავშვთა მონასტერში.
ჯაღმაძიემ შესაბამისი პოსტი საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა.
ლუკა სარალიძეს "მთავარ არხთან" ამბობს, რომ მონასტერში მას ურტყამდნენ, მყარი საგნებით სცემდნენ, აიძულებდნენ მკაცრად ემარხულა, ზოგჯერ, დღეების განმავლობაში კი ის მხოლოდ პურზე და წყალზე ჰყავდათ. სარალიძის თქმით, მას ასევე აიძულებდნე, რომ ასობით მეტანია შეესრულებინა.