"არ დავნებდები" - კრისტიან ერიკსენის პირველი კომენტარი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ

გამოქვეყნდა:

"არ დავნებდები" - დანიელმა ფეხბურთელმა, კრისტიან ერიკსენმა ჰოსპიტალიზაციის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა. ამის შესახებ უცხოური მედია მისი აგენტის მიერ, გამოცემა Gazzeta dello Sport-სთვის გაკეთებულ კომენტარზე დაყრდნობით წერს.

"მადლობა, არ დავნებდები. ახლა თავს უკეთ ვგრძნობ, მაგრამ მინდა გავიგო რა მოხდა. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო იმისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ", - აცხადებს ფეხბურთელი.

ცნობისთვის, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე, დანიისა და ფინეთის საფეხბურთო ნაკრებების დაპირისპირების დროს, კრისტიან ერიკსენი თამაშისას მოულოდნელად დაეცა. მან სავარაუდოდ, გული შეტევა მიიღო.

პირველადი დახმარება ერიკსენს მოედანზევე გაუწიეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი