10 ყველაზე შემოსავლიან კომპანიას შორის 6 სათამაშო ბიზნესია - ეკონომიკის "ზრდა"

გამოქვეყნდა:

მთავრობის მტკიცებით, ქვეყანაში ეკონომიკა ბოლო 1 თვეში 44%-ით გაიზარდა. გაიზარდა ბიზნესის შემოსავალიც, თუმცა 10 ყველაზე შემოსავლიან კომპანიას შორის - 6 სათამაშო ბიზნესია. 

ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ეკონომიკის მხოლოდ აზარტული თამაშების ბიზნესზე დამყარება პრობლემაა, ვინაიდან სხვა ბიზნესი არ ვითარდება და ზარალი ყოველდღიურად იზრდება.   

ბოლო სამი თვის მოგების მხოლოდ 16.3% - საშუალო, ხოლო 18.4% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.

გაზრდილი ფასები და მძიმე ყოფა დღეს მტავრობის კანცელარიასთან გააპროტესტეს და საკვებზე, საწვავსა და კომუნალურ გადასახადებზე ტარიფების დაწევა მოითხოვეს. აქციის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას ორკვირიანი ვადა მისცეს. 

ეკონომიკის მინისტრი საქსტატის მონაცემებს, რომ პანდემიის დროს ყველაზე მაღალი ბრუნვა მხოლოდ აზარტული თამაშების ბიზნესს აქვს - სიცრუეს უწოდებს. 

რელობა კი ასეთია - ადამიანები ყოველდღიურად გადარჩენისთვის იბრძვიან და მცირე შემოსავალი ელემენტარული საკვების შესაძენადაც კი არ ჰყოფნით. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი