"არ ვიცით, რაზე იჩხუბეს... ცემაში შემოაკვდაო..." | ბოლნისში ქალი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ქმარმა სცემა

გამოქვეყნდა:

"არ ვიცით, რაზე იჩხუბეს... ცემაში შემოაკვდაო..." - ამის შესახებ "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფთან ბოლნისში, სოფელ ნახიდურის მოსახლეობა საუბრობს. 

ამბობენ, რომ შემთხვევა, რა დროსაც ქმარმა ცოლს სცემა და ქალი სწორედ ამის შემდეგ გარდაიცვალა, რამდენიმე დღის წინ, 12 ივნისს მოხდა. თუმცა მეზობლებსა და ოჯახის ახლობლებს ჩხუბის ხმა არ გაუგიათ. 

მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იხილეთ ასევე:

ბოლნისში კაცმა ცოლს სცემა, ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი