შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლნისში ცოლის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია 1971 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სოფელ ნახიდურში ბრალდებულმა კაცმა ურთიერთშელაპარაკებისას ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ქალმა გონება დაკარგა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დანაშაული 6-დან 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.