სუბსიდირების პროგრამა სრულდება - პური სავარაუდოდ გაძვირდება

გამოქვეყნდა:


1 ივლისიდან ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა სრულდება, ამიტომ პურის მწარმოებელი კომპანიები ვარაუდობენ, რომ 20 -25 თეთრით პროდუქტის გაძვირება მოუწევთ.

მწარმოებლებს პურის წარმოებისთვის საჭირო ყველა პროდუქტი გაუძვირდათ, გაეზარდათ გაზის ტარიფიც, ამიტომ პურზე ფასის ზრდა გარდაუვალი იქნება.

ხელისუფლებამ პურის გაძვირების თავიდან ასაცილებლად ფქვილის ფასი 4 თვით დაასუბსიდირა, ამისთვის კი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას გადასახადების შემცირებისკენ მოუწოდებენ. ამბობენ, რომ სუბსიდიის ინიციატივა ხალხისთვის თვალის ახვევას ემსახურებოდა და რეალურად მთავრობა მწარმოებლებისგან  გაცილებით მეტ გადასახადს იღებს. მმართველი პარტიის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ სუბსიდიის საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ ცნობილი არ არის.

ავტორი: ნინო გიგაური

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი