სერხიო რამოსმა საფეხბურთო კლუბი მადრიდის "რეალი" დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ფეხბურთელის Facebook-ზე ვრცელდება, სადაც ის მადრიდის "რეალს" მადლობას უხდის და ემშვიდობება.
ინფორმაციას თავად მადრიდის რეალიც ავრცელებს. კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხვალ, 17 ივნისს, რამოსის გამოსამშვიდობებელი ცერემონიალი გაიმართება, რომელსაც კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერეზიც დაესწრება.