ლიონელ მესიმ ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეზე საკუთარი მაისური გამოუგზავნა

გამოქვეყნდა:

ფეხბურთის ლეგენდამ, ლიონელ მესიმ ჭადრაკის ლეგენდას, ნონა გაფრინდაშვილს 80 წლის იუბილე ორიგინალურად მიულოცა და თავისი ავტორგაფით მაისური გამოუგზავნა. 

ოქროს ბურთის 6-გზის მფლობელმა ლიონელ მესიმ ქართველ ჩემპიონს მაისური ესპანურენოვანი წარწერით გამოუგზავნა:

"ნონა, დაბადების დღეს გილოცავ!"

"ეს საჩუქარი ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, მაგრამ აქ ისეთი სიტყვები წერია, ჩემი სახელიც მიწერილია, გილოცავ დაბადების დღეს - ლეო მესი. ჩემს მუზეუმში ეს მაისური განსაკუთრებული რელიქვიის ადგილს დაიკავებს - განაცხადა ქართველმა ჩემპიონმა.

ნონა გაფრინდაშვილი წლებია ბარსელონას და მესის ქომაგობს რის შესახებაც არგენტინელმა ფეხბურთელმა ფიდეს ხელმძღვანელებისგან შეიტყო, სიურპრიზის მთავარი ინიციატორი ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი