USAID საქართველოს გრანტის სახით 67 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს. გრანტის გამოყოფას "განვითარების მიზნების შესახებ" შეთანხმება ითვალისწინებს.

საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ გრანტის მოცულობა შესაძლებელია 330,5 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდოს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით:

  • 14.5 მლნ აშშ დოლარი გათვალისწინებულია გარე საზიანო გავლენების მიმართ მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით;
  • 25.9 მლნ დოლარი - მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერებისადმი;
  • 26.6 მლნ აშშ დოლარი კი ეკონომიკის განვითარებისათვის.
მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი