სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2021 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს. მონაცემების მიხედვით, 2021 წლის პირველ კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 4.5% შეადგინა.

მონაცემების მიხედვთ, 2021 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტად შემცირდა:

  • განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 54%-ით;
  • მშენებლობა - 9.4%-ით;
  • ხელოვნება, გართობა და დასვენება - 25.4%-ით;
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 6.4%-ით;
  • ტრანსპორტი და დასაწყობება - 9%-ით;
  • ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 34%-ით. 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი