ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ | 20 ივნისის საქმე სტრასბურგში

გამოქვეყნდა:

ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ. სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად მიიღო 20 ივნისის სისხლიანი ღამის საქმესთან დაკავშირებული ორი სარჩელი. ჟურნალისტები და ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტივისტები ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავენ და "ქართული ოცნების" ხელისუფლების არაადამიანური ქმედებების დადგენას მოითხოვენ.

ბრალდებები მძიმეა - წამების აკრძლვა, გამოხატვის თავისუფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება - ეს არის საერთაშორისო კონვენციის მუხლები, რომლებიც მომჩივანების შეფასებით გავრილოვის ღამეს "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ დაარღვია. 

იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგიდან უკვე მიიღო შეკითხვები, რომლებზე პასუხის შემდეგაც მოსამართლეები უშუალოდ საქმეზე იმსჯელებენ. რამდენ ხანს გაგრძელდება მუშაობა სარჩელზე ძნელი სათქმელია, თუმცა დროს ამ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს.

"მთავარი არხის" ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი, მასთან ერთად ათზე მეტი ჟურნალისტი და კიდევ ათობით აქტივისტი რომლებიც სისხლიან ღამეს დაზარალდნენ, უკვე წლებია ელოდებიან დამნაშავეების გამოვლენას და დასჯას.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი